„ვისურვებდი, საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს მანქანებით დადიან, სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აი ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ“,- ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე დაწესებული სააბონემენტო სისტემით სარგებლობაზე საუბრისას ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ აღნიშნულ სისტემას დაამტკიცებდნენ, გარკვეული მოკვლევა ჩატარდა.
მისი თქმით, ამ პროცესში არსებობს გარკვეული გამოწვევები.
"თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ერთჯერადად იმგზავროთ, ამ შემთხვევაში მოგიწევთ 1 ლარის გადახდა. თუმცა დღეს თუ თქვენ გადაჯდებით ყვითელ მიკროავტობუსში, დამატებით უნდა გადაიხადოთ 80 თეთრი", - განუცხადეს "ფორტუნას" მერიაში.
თბილისში ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება
როდესაც ვხედავთ ხარისხობრივად გაუმჯობესებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ესეც გარკვეულ დაფინანსებას მოითხოვს. ამიტომ, არ შეიძლება ერთი ტარიფი ჰქონდეს ყვითელ ავტობუსსა და მოდერნიზებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
თბილისის მერის განმარტებით, ულიმიტო გადახდის სისტემა, თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებასა და ტრანსპორტის მართვის პოლიტიკის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს.
საშეღავათო პროგრამები ძალაში რჩება - კალაძე განმარტავს, ვინ შეძლებს მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ 20 თეთრად იმგზავროს
ზოგადად, ვისურვებდი, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს მანქანებით დადიან, გვენახოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აი აქეთკენ უნდა წავიდეთ, იმიტომ, რომ ევროპული გამოცდილება ზუსტად ეს არის. არ უნდა იყოს მოაზრებული, რომ სოციალურად დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. არაერთი მინისტრი, დეპუტატი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იგივე მოლოდინი უნდა გვქონდეს აქაც. ევროპულ ქვეყნებში ტარიფებიც მაღალია“,-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. ახლა უკვე მგზავრობა სააბონემენტო სისტემით იქნება შესაძლებელი.
1 თებერვლიდან ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება – ერთწლიანი აბონემენტი 250 ლარი ეღირება