„ვითიბი ლიგის“ მეორე ტურში თბილისის „ვითა“ მოსკოვის ცსკა-ს შეხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 60:93.
ჩვენი გუნდიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი პიერია ჰენრი იყო. 10 ქულიან ზღვარს ასცდნენ კონსტანტინ ანიკიენკო (11 ქულა) და დარიუს კარტერი (12 ქულა).
მოსკოველთაგან საუკეთესო შედეგი ნანდო დე კოლოს ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა. სტუმართაგან ასევე გამორჩეულები იყვნენ ვიტალი ფრიძონი (17 ქულა) და აარონ ჯექსონი (10 ქულა).
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში “ვითამ” “კრასნი ოკტიაბრს” უმასპინძლა და 67:110 დამარცხდა.
„ვითა“ მომდევნო შეხვედრას უკვე სტუმრად გამართავს, 12 ოქტომბერს ასევე რუსულ გუნდთან, „ხიმკისთან“.
შეგახსენებთ, „ვითიბი ლიგაში“ „ვითას“ გარდა, ესტონეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ფინეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და რუსეთის გუნდები მონაწილეობენ, სულ 18 გუნდი.