კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასა და რუსეთში მილიონობით ადამიანის ცხოვრებას ანადგურებს. ამის შესახებ BBC წერს.
მისივე თქმით, ადამიანების სიცოცხლე პუტინის ამბიციებს ეწირება.
„ეს [ომი] ტრაგედიაა რუსებისთვის და რუსეთის ფედერაციისთვისაც ტრაგედიაა. ხალხს ეს ახლა არ ესმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალობას ძალიან მალე გააცნობიერებს. რუსები კვდებიან – რისთვის? პუტინის ამბიციისთვის?“, – ამბობს კლიჩკო.