LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიტალი კლიჩკო სააკაშვილს თავისი პარტიის ხელმძღვანელობას სთავაზობს (ვიდეო)

165
orig-15051387350ad8e854bb81ee9f561a399ec3ed1b8c

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის „უდარის“  ხელძღვანელობა შესთავაზა.

ვიტალი კლიჩკომ ეს განცხადება სოციალური ქსელით, ვიდეომიმართვაში გააკეთა. ამასთან, როგორც კლიჩკომ აღნიშნა, თავად პარტიის ლიდერად დარჩება.

კიევის მერის თქმით, მისი პარტია, უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც კლიჩკო აღნიშნავს, ის არ დაივიწყებს დედაქალაქის მერის ვალდებულებებსაც.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g