თბილისის “ვითამ” ვითიბი ლიგაში მერვე მატჩი ითამაშა. ამჯერად მეტოქე კრასნოიარსკის “ენისეი” იყო. თამაში მასპინძლებმა მოიგეს – 83:73 (17:10, 23:22, 21:16, 22:25).
ეს “ვითასთვის” რვა მატჩში მე-8 მარცხია და რაღა თქმა უნდა ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ქართველთაგან გუნდს ყველაზე მეტი ქულა ირაკლი ჩლაიძემ შესძინა – 24.
მომდევნო მატჩს “ვითა” კვლავ სტუმრად გამართავს, ამჯერად სანკტ-პეტერბურგში ითამაშებს “ზენიტთან”, რომელიც ყველა მატჩს იგებს და გათამაშებასაც ლიდერობს.