ვიტამინური დეფექტი ჩვენს უმრავლესობას ახასიათებს. შეგახსენებთ, რომ A ვიტამინი სტაფილოში, გოგრაში, ნესვში, სალათის ფურცლებში, მწვანე ბარდაში, მწვანე ხახვში, ხაჭოსა და ღვიძლშია. ვიტამინი E – ბოსტნეულში, სოკოსა და რძის პროდუქტებში, ხოლო C ვიტამინი – ასკილში, კარტოფილსა და ციტრუსებში. ეს პროდუქტები უხვად ჩართეთ რაციონში. თვალის მთელ სისტემას შესანიშნავად კვებავს სტაფილოს წვენი. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დალიოთ, მაგრამ წელიწადში 2-ჯერ საგანგებო კურსის ჩატარება სჯობს, ერთი ჭიქა წვენი ყოველ დილით ერთი თვის მანძილზე. თანაც სტაფილოს წვენი იმუნურ სისტემასაც აძლიერებს და საწყის სტადიაში ონკოლოგიურ დაავადებებსაც შველის. იმ სეზონზე, როცა სტაფილო წვენს კარგავს და გამოსაწურად არ ვარგა, ნახარში მარგებელია. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მოშუშული სტაფილო, წვენი, ცოცხალი სალათა ზეთით ან არაჟნით აუცილებლად უნდა მიირთვათ.
თვალისა და მხედველობითი ნერვის დაავადებისას, ან რქოვანი გარსის პრობლემების, კატარაქტის, კონიუქტივიტის დროს, ოხრახუშის წვენია ეფექტური. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი წვენია, ამიტომ 30-20 მლ. დღეში საკმარისია. განსაკუთრებით მარგებელია ოხრახუშისა და სტაფილოს წვენის ნარევი. შესანიშნავად კვებავს თვალებს და წმენდს სისხლსა და მთელ ორგანიზმს ბოლოკი. მისი 2 სუფრის კოვზი წვენი ემატება ოხრახუშისა და სტაფილოს წვენის ნარევს და მოქმედება უდაოდ სასარგებლოა.
კენკრებიდან არ დაივიწყოთ შავი მოცხარი, სეზონზე 10 ჭიქა. საუკეთესოა მისი ცოცხალი მურაბა. თუ ასე მომზადებული მოცხარი მაცივარში ინახება, შესაძლებელია შაქრის რაოდენობის განახევრება. დასუსტებული თვალებისთვის აუცილებელი კაროტინით მდიდარი გოგრა. გოგრის მიღებისას შეზღუდვა არ არსებობს. განსაკუთრებით მარგებელი იქნება მისი დამატება სალათებში, პიურესა და წვნიანში.