LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ არსებულ საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელს “ბაზისბანკზე” ასხვისებს

229
რელიზი-vtb-BB

„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ არსებულ საცალო  სასესხო და სადეპოზიტო პორტფელს “ბაზისბანკზე” ასხვისებს.

“ვითიბი ბანკ ჯორჯიას” ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთვე ვითიბი ბანკის ფილიალებში.

„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბაზისბანკი თავისი 28 წლიანი ისტორიითა და 2 მილიარდამდე ლარის აქტივებით, უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია, ემსახურება, როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ამასთანავე, ქართულ საფინანსო ბაზარზე, გახლავთ ბოლო ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი, რომელმაც დეპოზიტების პორტფელი გაზარდა 10 – ჯერ, აქტივები 15 – ჯერ, ხოლო საკრედიტო პორტფელი – 19 ჯერ. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკის სტრატეგიულ მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ ვი თი ბი ბანკის საცალო ბიზნესი, რომელიც მოიცავს, საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს, მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის მომსახურებას„ – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები