„ვითიბი ბანკი“ უძრავი ქონების შეძენის, აშენების, გარემონტების ან არსებული იპოთეკური სესხის გადაფარვის მსურველებს საგაზაფხულო აქციას სთავაზობს. აქციის თანახმად, სესხი დოლარში 5.70% (ეფექტური საპროცენტი განაკვეთი – 6.22%), ხოლო ევროში, მხოლოდ 4.50% (ეფექტური საპროცენტი განაკვეთი – 4.95%).
აღნიშნული პირობები მოქმედებს 1-ელ ივნისამდე. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკი“ ავრცელებს. დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია „ვითიბი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ, ბანკის ვებგვერდზე.