LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბი ბანკი” სამომხმარებლო სესხებზე აქციას აგრძელებს

93

“ვითიბი ბანკის” აქცია სამომხმარებლო სესხებზე 22 მაისამდე  გაგრძელდა.  როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში შესაძლებელია 45 000 ლარის, 5 წლამდე ვადით აღება უზრუნველყოფის გარეშე.

”აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია უძრავი ქონების შესაძენად ან გასარემონტებლად, ავტომობილის შესაძენად, არსებული დავალიანების დასაფარად ან უბრალოდ პირადი მიზნებისთვის. სესხის აღება ხდება როგორც  ლარში, ასევე დოლარსა და ევროში. წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,5%- დან 16%-მდე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17,2%-დან 18,4%-მდე”, – განაცხადეს ”ვითიბი ბანკში”.

ცნობისთვის, სესხის ასაღებად მინიმალური შემოსავალი უნდა შეადგენდეს 300 ლარს თვეში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g