LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბი” ბანკის Mobile Pay – ს ინოვაციური ფუნქცია დაემატა

64

”ვითიბი” ბანკის Mobile Pay -ს ახალი ტექნოლოგიური ფუნქცია დაემატა.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს,  ფულის  გადარიცხვა ახლა, მხოლოდ ტელეფონის ტელეფონთან მიახლოებით არის  შესაძლებელი.  მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურება საქართველოში და რეგიონში პირველად დაინერგა. სხვა პირის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა შესაძლებელი გახდა ერთი ტელეფონის მეორესთან მიახლოებით, რის შემდეგაც ტრანზაქცია მარტივად და სწრაფად სრულდება. ერთჯერადად შესაძლებელია 1-დან 500 ლარამდე თანხის გადარიცხვა.

Mobile Pay-ს ახალი სერვისი ხელმისაწვდომია Mastercard-ის და VISA -ს  ბარათების მფლობელებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები