LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითიბის“ კლიენტები დღეიდან უსაფრთხო პირადი გადახდების ინსტრუმენტით ისარგებლებენ

64
press-relise-Apple-Pay(2)

დღეიდან „ვითიბი ბანკის“ ბარათების მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ მარტივი და უსაფრთხო პირადი გადახდების ინსტრუმენტით Apple Pay, რომელიც მთლიანად ცვლის მობილური გადახდებს და ხდის მათ უფრო მარტივს და სწრაფს.

„ვითიბის“ ცნობით, Apple Pay დაფუძნებულია უსაფრთხოებაზე და კონფენდენციალურობაზე. ბარათის ნომრის დამატებისას, Apple Pay არ ინახავს მას არც მოწყობილობაზე და არც Apple -ის სერვერებზე. სანაცვლოდ ხდება მოწყობილობის უნიკალური ნომრის მინიჭება, რომელიც იშიფრება და უსაფრთხოდ ინახება თქვენი მოწყობილობის ჩიპში – „უსაფრთხო ელემენტი“.

Apple Pay-ს დაყენება მარტივია. საკრედიტო და სადებეტო ბარათის დამატება ხდება აპლიკაციით Wallet, სავაჭრო ობიექტებში გადახდა შესაძლებელია ტელეფონით iPhone SE, iPhone 6 და უფრო გვიანი მოდელებით, ასევე Apple Watch -ით.

„ონლაინ ან აპლიკაციით რაიმეს შეძენის დროს Apple Pay იძლევა მარტივ, Touch ID -ზე ერთი შეხებით გადახდის შესაძლებლობას, ასევე გვერდითი ღილაკის ორჯერ დაჭერით ან Face ID -ს გამოყენებით IPhone X –ს შემთხვევაში. ამასთან ერთად საჭირო აღარ არის, დოკუმენტებში საკონტაქტო მონაცემების ხელით შევსება, განმეორებით მიწოდების ან ანგარიშის დეტალების შეყვანა. შენაძენის გადახდისას აპლიკაციით ან ბრაუზერში Safari, Apple Pay მუშაობს iPhone 6 -ს ან შემდგომი მოდელის ტელეფონებზე, ასევე ხელმისწვდომია iPad Pro, iPad Air 2, iPad mini 3 -ს და უფრო ახალ მოდელებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple Pay, 2012 წლის შემდგომ გამოშვებული Mac-ზე რომელზედაც დაყენებულია სისტემა macOS Sierra, ხოლო გადახდის დადასტურება შესაძლებელია ტელეფონით iPhone 6, შემდგომი მოდელის ტელეფონებით, Apple Watch -ის გამოყენებით და ასევე MacBook Pro -ს Touch ID -ზე თითის მიკარებით“, – აცხადებენ „ვითიბი ბანკში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g