LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბის” შეთავაზება იპოთეკურ სესხებზე

79

”ვითიბი ბანკი”  მომხმარებელს იპოთეკურ სესხზე ყველაზე დაბალ განაკვეთს სთავაზობს. ამის შესახებ ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სახლის შეძენა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა.

”ჩვენი ბანკი უძრავი ქონების შეძენის, აშენების, გარემონტების ან არსებული იპოთეკური სესხის გადაფარვის მსურველებს მიზნობრივ იპოთეკას ყველაზე დაბალი განაკვეთით სთავაზობს. ევროში 7%-დან (ეფექტური 7,78%-დან), ხოლო აშშ დოლარში  7,5% -დან (ეფექტური 8,4%-დან). სესხის ვადა 15 წელია, თანამონაწილეობა 0%-დან, მაქსიმალური თანხა 500 000 აშშ დოლარი”, – განაცხადეს ”ვითიბი ბანკში”.

როგორც აქ განმარტეს, მიზნობრივი იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია დოლარსა და ევროში.

დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია ”ვითიბის” ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ, ბანკის ვებ – გვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g