“ვითიბი ბანკში” სწრაფი ფულადი გზავნილების მიღება ინტერნეტ ბანკით გახდა შესაძლებელი. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, დღეისთვის ეს მომსახურება შვიდი სისტემის გზავნილზე ვრცელდება: ”უნისტრიმი”, ”ანელიკი”, ”ექსპრესი”, ”ინტელექსპრესი”, ”ინტერექსპრესი”, ”ლიდერი” და ”კონტაქტი”.
მათივე ცნობით, გზავნილის მიღების დროს ინტერნეტ ბანკის შესაბამის მენიუში, გზავნილის საკონტროლო ნომრის, თანხის ოდენობის, გამომგზავნი პირის სახელი-გვარის, გამომგზავნი ქვეყნის დასახელების შეყვანის შემდეგ, კლიენტს შეუძლია თანხა ჩარიცხოს ნებისმიერ სასურველ ანგარიშზე და გაანაღდოს გზავნილი.