LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ვითიბიში” სესხების 19% გალარდა

141

ვითიბი ბანკის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ბანკის იმ სესხებიდან, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გალარებას ექვემდებარება, 19 პროცენტია გალარებული.

როგორც ბანკში აცხადებენ, პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანას გულისხმობს. პროგრამის პირობების თანახმად, შესაძლებელია მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა, არსებულ კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. ამასთან ერთად, თუ სესხის მოცულობა აღემატება დაწესებულ ლიმიტს შესაძლებელია მისი ნაწილის, მაქსიმუმ 40 000 დოლარის, გალარება.

აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების, ან ინდმეწარმეების მიერ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.

ცნობისთვის, გალარების პროგრამა 17 მარტამდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g