LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ

80
იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას მოითხოვს.

“გირჩის” ლიდერის თქმით, მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა ყოველთვის ლეგიტიმურია.

ხვიჩიას განცხადებით, ეს კარგი საშუალება იქნება ხელისუფლებისთვის, მღელვარება, რომელიც სააკაშვილის მდგომარეობის შესაძლო დამძიმებას მოჰყვეს, თავიდან აიცილოს.

იაგო ხვიჩია თვლის, რომ დაპირისპირებული მხარეები სინამდვილეში “შეკრულები არიან”

“ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი ამ სცენარში რომ ჩაჯდეს, საჭიროა, რომ სააკაშვილი არჩევნების მერე რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს” – ამბობს ხვიჩია

“სამკურნალოდ უცხოეთში გადასვლა ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი კარგი გზაა,”- განაცხადა გირჩის ლიდერმა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები