LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითხოვთ თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო მედიაგარემოს ამ ქვეყანაში: მელაძე

72
Untitled design (5)

“5 ივლისის სისხლიანი მოვლენების დროს, პრემიერ-მინისტრმა აუნთო მწვანე შუქი, რომ ყოფილიყო ჟურნალისტების დევნა, ამ ყველაფრის უკან ის დგას.” – ამის შესახებ, “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ “ფორტუნასთან” განაცხადა.

მელაძემ განმარტა, თუ რა მიზნით შეიკრიბნენ მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან და აღნიშნა, რომ ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან მედიაგარემოს, რათა მუშაობის საშუალება ჰქონდეთ:

“ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს ფიზიკურად დევნიდნენ, სცემდნენ და უსწორდებოდნენ ქუჩაში.

ამ შენობასთან ვდგავართ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედი, იმ ინფორმაციით, რაც ზედაპირზე ჩანს, არის პრემიერ-მინისტრი. მან აუნთო 5 ივლისის სისხლიანი მოვლენების დროს მწვანე შუქი, რომ ყოფილიყო ჟურნალისტების დევნა. ის დგას ამ ყველაფრის უკან და ჩვენ გვახსოვს, როდესაც ის იყო პრემიერი პირველად და ახლა არის პრემიერი მეორედ, ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩევა.

ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან მედიაგარემოს, რომ მოგვეცეს მუშაობის საშუალება.” – განაცხადა მელაძემ.

შეგახსენებთ, “უსაფრთხო მედიაგარემოსთვის” – ამ სახელწოდებით მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

ისინი 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმებს აპროტესტებენ და ფაქტების დროულ გამოძიებასა და თავისუფალ და სამართლიან მედიაგარემოს ითხოვენ.

magti 5g