LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვივამედში“ კარანტინი გამოცხადდა: „თუ საჭიროება მოითხოვს, რომ პაციენტთან აუცილებლად მნახველი შევიდეს, სპეციალური აღჭურვილობით შეუშვებენ“

366
სააკაშილი კარანტინი

კლინიკა „ვივამედში“, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა.

როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გაზრდილი რაოდენობაა.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ იმატა და შესაბამისად, კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. ეს გაკეთდა ვირუსული ინფექციების რაოდენობის მატებიდან გამომდინარე. მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების უსაფრთხოების მიზნით“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ „ფორტუნასთან“.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ვირუსული ინფექცია არ აქვს და კარანტინის გამოცხადება მესამე პრეზიდენტს არ უკავშირდება.

„სააკაშვილის გარდა კლინიკა „ვივამედს“ 200-ზე მეტი პაციენტი ჰყავს“. – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბარში.

„თუ საჭიროება მოითხოვს, რომ პაციენტთან აუცილებლად მნახველი შევიდეს, სპეციალური აღჭურვილობით შეუშვებენ. გიული ალასანიას მიხეილ სააკაშილთან ალბათ, შეუშვებენ, ოღონდ სპეციალური აღჭურვილობით და პირბადით“. – აცხადებს მედიასთან საუბარში „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე.

დღეს, მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს გიული ალასანია. ხოლო გუშინ მისი მონახულება ვერ შეძლო ედუარდ სააკაშვილმა.

ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს – მიხეილ სააკაშვილთან დღეს ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g