ისრაელში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს.
„მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“.
მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუს გაკეთებულ განცხადებასაც:
„ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე თელ-ავივსა და იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ“
ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.