LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში, ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია – მამუკა ხაზარაძე

141
mamuka

პროკურატურიდან გამოსული მამუკა ხაზარაძე პირველ კომენტარს აკეთებს. ის ამბობს, რომ გრძელდება ორკესტრირებული შეტევა , რომელიც თიბისი ბანკის ინვესტორების გარდა, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატსაც აზიანებს. 

“მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში, ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და აბსურდულია. დღევანდელი ბრიფინგით, მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს აქ 5 წუთით მოვსულიყავით, რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის 8%-ით დააგდეს „თიბისი ბანკის“ აქციები და რამდენიმე ათეული მილიონით დააზარალეს ჩვენი ინვესტორები. ესაა პირდაპირი, მიზანმიმართული ქმედება,“-აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g