LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს

191
„ვიზეარის“ ბოინგი

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს 2023 წლის ივნისიდან დააბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის ხუთი ქალაქის მიმართულებით დაიწყებს. ესენია: ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგისა და პოზნანი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. „ვიზეარის“ მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეები გაიზარდოს, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ხუთივე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს კი, თითო სიხშირე დაემატება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება, ქუთაისის საერთაშორისო საქართველოს აეროპორტში ფართოვდება და 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზას ამატებს. ეს საშუალებას მოგვცემს, დამატებით ევროპის ხუთ ახალ ქალაქში დაიწყოს ფრენები და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეები დაემატოს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ექნებათ დამატებით ევროპის ოთხი ქვეყნის ხუთ ქალაქში იმოგზაურონ, ასევე, საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ.“– განაცხადა თამარ არჩუაძემ.

2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის, ჯამურად, „ვიზეარი“ ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.

mazda magti 5g