LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში 6,9%-ით გაიზარდა

68

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2015 წელს 6,9%-ით გაიზარდა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისრტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5  897 685 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 382 126 მოგზაურით მეტია.

”ჩვენ შევძელით არათუ გადაგველახა რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური შოკები, არამედ პოზიტიური ტენდენცია შეგვენარჩუნებინა. 2015 წელს დაფიქსირებული მოგზაურთა რაოდენობა რეკორდულია. მარკეტინგული კამპანიები გასულ წელს ეფექტურად განხორციელდა, რამაც სააბოლოო ჯამში მიგვიყვანა ზრდასთან”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, 2015 წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი ქვეყნებიდან ჰყავდა, თუმცა პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც: იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია. შუა აზიის ქვეყნებიდან- ყაზახეთი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან- ბელორუსი, ახლო აღმოსვალეთიდან – ისრაელი, აზიის ქვეყნებიდან- არაბთა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი. აღსანიშნავია, რომ 10 %-ით გაიზრადა  ვიზიტორი აშშ-ს მოქალქეების რაოდენობაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g