შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე ტრადიციული ფორმით მიულოცეს.
პატრულ-ინსპექტორებმა 8 მარტს ქალბატონებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თაიგულები გადასცეს, მათ შორის აღმოჩნდა თიკა ჯამბურია.
მომღერალი მოულოდნელი სიურპრიზის შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„დღეს, დილით სახლიდან ძალიან ბედნიერი მოვდიოდი. ქალთა დღეა, ვცეკვავ ქუჩაში, ბედნიერი ვარ..
ჩავჯექი მანქანაში, მივდივარ სკოლაში. გზაში მაჩერებს პატრული. მანქანა გავაჩერე და მართვის მოწმობა გავამზადე.
ვხედავ, პატრულთან ერთად გადმორბის სამი კამერა. ვფიქრობ, ვაიმე, კიდევ დამიჭირეს-მეთქი. თურმე რვა მარტს მილოცავენ. დიდი მადლობა“. – ამბობს თიკა ჯამბურია.