LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვხედავ, რომ საქართველოს წევრობა სულ უფრო და უფრო უკანა პლანზე გადადის ალიანსისთვის: გიორგი რუხაძე

80
ruxi.png (1)

NATO-ს გენერალური მდივნის გამოეხმაურების შეფასებას, რუსეთის ხელისუფლების განცხადებებზე, რომელიც ალიანსისგან მოითხოვს, რომ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება, უკან წაიღოს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის მომავალ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტურად ასახოს საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აფასებს.

მისი თქმით, ის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ საქართველოს წევრობა ალიანსისთვის ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის.

„განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვერ ვხედავ იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს წევრობა რაიმე ფორმით უფრო წინ იყოს წაწეული. პირიქით, ვხედავ, რომ საქართველოს წევრობა სულ უფრო და უფრო უკანა პლანზე გადადის ალიანსისთვის.

რაც შეეხება რუსეთისთვის გაცემულ პასუხს, აშკარაა და გასაგებია, რომ ნატო არ აღიარებს რუსეთის გავლენებს, გავლენების სფეროს და გადაწყვეტილებები ნატოს გაფართოების შესახებ ბუნებრივია რუსეთს ვერ შეეხება და მას ალიანსი ვერ აღიარებს. ამას ემსახურება ეს ყველაფერი.

რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნას ბუქარესტის სამიტიდან ჩანაწერის ამოღებას, ბუნებრივია ეს გამორიცხულია და ნატო ამას არ გააკეთებს, მაგრამ რაზეც გაუსვა ბატონმა გენერალურმა მდივანმა ხაზი საქართველოსთან მიმართებაში, თუ ის არ განხორციელდება, თვითონ საქართველოს ხელისუფლება ამოიღებს ამ ჩანაწერს ცნობილი დეკლარაციებიდან იქიდან გამომდინარე, რომ თუ საქართველო არ განახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს, თუ საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება სამართლიანად, თუ სასამართლოს რეფორმა არ განხორციელდება და თუ ძალოვანი და უსაფრთხოების სექტორი ბიძინა ივანიშვილის ქვე-უწყებებად გადაიქცევა, ეს იქნება ზუსტად იმ ცნობილი ჩანაწერის ამოღება დეკლარაციებიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ საქართველოს როგორიც ეხლა მე ჩამოვთვალე ალიანსში ნამდვილად არაფერი არ ესაქმება“,-განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები