LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით.. უკმაყოფილება იყო სამედიცინო საზოგადოებაში“ – რას აცხადებს პრემიერი ზურაბ აზარაშვილის გადადგომაზე

161
Untitled design (82)

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა.

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნიკაციის მიმართულებით ის პრობლემას ხედავდა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან მიმართებით.

„მასთან საუბარი დღეს დილით მქონდა. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა.

შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა“,- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ფართო კონსულტაციების, მათ შორის „ქართული ოცნების“ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილთან მსჯელობის საფუძველზე გადაწყდება.

„ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია ხომ საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის წარმომადგენელი. ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები