LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიკავკაზი-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა

232203764

ვლადიკავკაზი-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 155 კმ-ზე გაზის გაჟონვა დაფისქირდა, რის გამოც 16 იანვარს დუშეთს და რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

“შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 155 კმ-ზე გამოვლენილი ბუნებრივი აირის გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე 16 იანვარს, 8:00 საათიდან 14:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურს და მასზე დაერთებულ დასახლებებს: დუშეთს, ლაშარის ჯვარს, წითელსოფელს, ჭოპორტს, ახატანს, აბანოსხევს, ბულაჩაურს, ქუბრიაანთკარს, ბოდორნას, ვარშინაათკარს, პირმისიანთკარს, ბაზალეთს, ჩანადირებს, არაგვისპირს, ბიჩნიგაურებს, ჟინვალს, ქვემო არანისსა და მჭადიჯვარს.

ბუნებრივი აირის აბონენტებისათვის მიწოდებას 14:00 საათის შემდეგ უზრუნველყოფს გამანაწილებელი კომპანია,“ – წერია კომპანიის განცხადებაში.

magti 5g