LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ბოჟაძე: „გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს, „ფარას“ კანონი საქართველოს უცხოური გავლენებისგან დაიცავს“

120
ვლადიმერ ბოჟაძე

„გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს. „ფარას“ კანონი საქართველოს უცხოური გავლენებისგან დაიცავს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ეს კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში სამაგალითოა.

„ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები – ყველა კანონპროექტი წარმოადგენს „დიფ სთეითის“ საწინააღმდეგო პაკეტს“ – ირაკლი კობახიძე

„თითქმის საუკუნეა, „ფარა“ ამერიკაში უცხოური ჩარევების განეიტრალებას უზრუნველყოფს. ეს კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში სამაგალითოა. საქართველოს ისევ აქვს ის გამოწვევები, რაზეც მანამდეც ვსაუბრობდით და არაფერი შეცვლილა.

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით 5 წლამდე.

შესაბამისად, ძლიერი კანონმდებლობა გვჭირდება, რომელიც მომავალში ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს. „ფარა“ საქართველოს უცხოური გავლენებისგან დაიცავს.

თავის დროზე „ფარაზეც“ იყო საუბარი, თუმცა მაშინ ამერიკული კანონი „რუსულ კანონად“ მონათლეს. იმაზე უფრო ლმობიერი კანონი მივიღეთ, ვიდრე საფრანგეთმა, თუმცა სამოქალაქო სექტორის ნაწილმა კანონის აღსრულებას შეგნებულად აარიდა თავი და ისინი წავიდნენ ჯარიმებზე, რათა გამჭვირვალობა არ იყოს.

პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელწოდებით FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც მათ შორის გადმოტანილია ტერმინები – „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“

ახლა უკვე გაუმჭვირვალობასა და სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე თავად ამერიკული მხარე საუბრობს და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დავიცვათ.

არ გვინდოდა ისეთი მკაცრი კანონმდებლობის მიღება, რომელიც საფრანგეთსა და აშშ-ს ჰქონდათ, მაგრამ გამოწვევებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია, უფლება მოგვცა, ასეთი კანონმდებლობა მივიღოთ და ქვეყანა ნებისმიერი უცხოური გავლენებისგან დავიცვათ, მათ შორის მედიაც, სამოქალაქო სექტორიც და ის იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელსაც ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს“. – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

magti 5g