LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი: დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ უფრო სამართლიანი, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას

162
ვლადიმერ პუტინი

„რუსეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, აუცილებლად მიაღწევს სამართლიან მსოფლიო წესრიგს, ხოლო მოდელი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ქვეყანა სხვის ხარჯზე ვითარდება, წარსულს ჩაჰბარდება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა უშიშროების საგარეო უწყების წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ რუსეთი მზადაა ჩაერთოს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთქმედებაში, საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისა და იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას.

„დარწმუნებული ვარ, ერთად მივაღწევთ უფრო სამართლიანი, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას, ხოლო ექსკლუზიურობის იდეოლოგია, ისევე როგორც ნეოკოლონიალური სისტემა, რომელიც ემყარება მთელი მსოფლიოს რესურსების ექსპლუატაციას, წარსულს ჩაჰბარდება.

ძალიან ვაფასებთ ფაქტს, რომ რუსეთს ჰყავს მრავალი მოკავშირე და პარტნიორი სხვადასხვა რეგიონსა და კონტინენტზე. გულწრფელად ვაფასებთ ჩვენს ისტორიულად ძლიერ, მეგობრულ და ჭეშმარიტ ნდობაზე დაფუძნებულ კავშირებს აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ მათი გაძლიერება შეგვიძლია“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g