LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი მზადყოფნას გამოთქვამს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უახლოეს პერიოდში შეხვდეს

97

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს აცნობა, რომ მზად არის მას უახლოეს პერიოდში შეხვდეს, რათა მნიშვნელოვანი რეგიონალური და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილოს.

ამის შესახებ ნათქვამია ვლადიმერ პუტინის კორეის იაპონური ბატონობიდან გათავისუფლების 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაში.

„ვადასტურებ ჩემს მზაობას უახლოეს დროში შეგხვდეთ, რათა განვიხილოთ ორმხრივი და რეგიონალური ურთიერთობების გადაუდებელი და მნიშვნელოვანბი საკითხები,“ – ნათქვამია განცახდებაში, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინს და ჩრდილოეთ კორეელებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და დადებითად შეაფასა ის, რომ „ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ახსოვს, თუ როგორ იბრძოდნენ ერთად წითელი არმიის ჯარისკაცები და კორეელები საერთო მტრის წინააღმდეგ“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ქმედებებით ჩვენ – რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა- მომავალშიც შევძლებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას,“ – დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები