რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს არ სურს NATO-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, მოსკოვი ამისთვის მზადაა“.
მისივე თქმით, რუსეთი „მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის“, თუმცა ეს არავის სურს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით შეერთებული შტატების ინიციატივით სპეციალური მექანიზმი შეიქმნა, რაც იმას მიუთითებს, რომ მხარეებს არ აქვთ პირდაპირი დაპირისპირების სურვილი.
„გარკვეული უწყებების ხელმძღვანელები უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან და აქვთ შესაძლებლობა კონსულტაციები გამართონ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.