LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი – ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას

145
Capture

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ „კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რათა მსხვერპლი შეწყდეს, მაგრამ იმ ფაქტიდან გამოვდივართ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტამ ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და ამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას..

ვინ გასცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას? და რა წონის იქნება ეს ბრძანებები ფრონტის 2,000 კილომეტრის გასწვრივ? ვინ გადაწყვეტს 2,000-კილომეტრიან ხაზზე თუ იყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, ვის დაჰბრალდება? ვის დაჰბრალდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა? ყველა ეს საკითხი ყურადღებით, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ორივე მხარის მიერ. ასე რომ, იდეა კარგია, და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მას მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და, ვფიქრობ, მოლაპარაკებები გვჭირდება ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, შეიძლება სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით [გადაჭრას], თავად იდეას მხარს ვუჭერთ”, – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g