LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ნებისმიერ დროს მზად არის აშშ-სთან ყველა თემაზე იმსჯელოს

81

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ნებისმიერ დროს მზად არის აშშ-სთან ყველა თემაზე, მათ შორის სარაკეტო საკითხზეც იმსჯელოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მოდით მშვიდათ დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და მოვაგვაროთ ეს საკითხები. ჩემი აზრით, აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს ამის გაკეთება სურს, თუმცა არსებობენ ძალები, რომლებიც მოწადინებულები არიან, ამ პროცესს ხელის შეუშალონ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელოთ, მათ შორის რაკეტებზე, კიბერსივრცეზე და კონტრტერორიზმზე“, – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g