ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან საუბარში ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა. ამის შესახებ “УКРАИНСКАЯ ПРАВДА” წერს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პუტინმა აუცილებელ პირობად დაასახელა „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას; უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; რუსეთის სახელმწიფო ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.
კრემლის ლიდერმა ასევე გაიმეორა თავისი განცხადებები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე“.
„მან ამ ყველაფერში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა“, – წერია კრემლის განცხადებაში.