LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინმა “იეჰოვას მოწმეები” დაიცვა

702016117_univ_lsr_xl

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სრული სისულელე“ უწოდა  იეჰოვას მოწმეების ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანას. პუტინის თქმით, ხელისუფლებას შეუძლია და უნდა იყოს კიდევაც რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო ლიბერალური.

„იეჰოვას მოწმეებიც ქრისტიანები არიან. რისთვის დევნით მათ, ვერ ვხვდები,“ – განაცხადა პუტინმა.

გასული წლის აპრილში რუსეთის უზენაისმა სასამართლომ „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრიმისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალა. გადაწყვეტილებაში წერია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციის 395 განყოფილების დახურვის ბრძანება.

„იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაცია 1931 წელს აშშ-ში „ბიბლიის მკვლევარების“ განხეთქილების შედეგად წარმოიქმნა. 2012 წლის მონაცემებით რუსეთში ორგანიზაციას 168 683 წევრი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g