„ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებს მოუწოდა, თავიდან აიცილონ შემდეგი ესკალაცია“, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ „ქვეყნის ლიდერებმა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.
„ვლადიმირ პუტინმა მხარეებს მოუწოდა, თავიდან აიცილონ შემდეგი ესკალაცია და მიიღონ ზომები რაც შეიძლება მალე კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით გადაწყვეტისთვის. პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უზრუნველყოს საჭირო დახმარება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.