LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმირ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძე „იაროსლავ ბრძენის ორდენით“ დააჯილდოვა

144
ბუბა

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველი მომღერალი ვახტანგ  ბუბა კიკაბიძე „იაროსლავ ბრძენის ორდენით“ დააჯილდოვა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერლის პროდიუსერი, რატი აბზიანიძე ავრცელებს.

ცნობისთვის, „იაროსლავ ბრძენის ორდენი“ დაარსდა 1995 წლის 23 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ბრძანებულებით.

არსებობს თავად იაროსლავ ბრძენის I, II, III, IV და V ხარისხის ორდენი.

1998 წლის 19 ივნისის კანონით განისაზღვრა და დამტკიცდა, რომ შემდეგი საფეხურის ორდენის გადაცემამდე 3 წელი მაინც უნდა იყოს გასული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g