LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვლოცულობთ, გქონდეთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა თქვენი ერთგული სამწყსოს სასიკეთოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ – მსოფლიო პატრიარქი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

116
მსოფლიო პატრიარქი, პატრიარქი შიო მესამე

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და აღსაყდრებას ულოცავს.

როგორც მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიო პატრიარქმა შიო მესამეს გულთბილი მილოცვა გაუგზავნა, ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი მსახურება უსურვა.

„დიდი სიხარულით მივიღეთ სასიხარულო ამბავი თქვენი ღირსეული არჩევის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შემდგომ, რომელმაც ნათელი და ისტორიული მსახურება გაუწია საქართველოს ღირსეულ ეკლესიასა და სრულიად მართლმადიდებლობას. ძმური სიყვარულით გილოცავთ, ვლოცულობთ, გქონდეთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთის სადიდებლად, თქვენი ერთგული სამწყსოს სასიკეთოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ასევე, ჩვენთან და ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ჰარმონიული თანამშრომლობით, მართლმადიდებლური ერთობის, თანამშრომლობისა და სამყაროს წინაშე ერთობლივი ხმის განმტკიცებისთვის“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა შიო მესამეს გაუგზავნა.

შიო III – ქართველმა ხალხმა უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა თავისი ნამდვილი სახე, საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g