LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვნანობ, რომ ამდენი ვითმინე” – ნელი დოროყაშვილი

104
BeFunky-collage (91)

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს, რომ საკუთარი ცხოვრების საუკეთესო 8 წელი გამოტოვა და სხვა ქალებს ურჩევს ამდენი არ მოითმინონ.

მისი თქმით, ბრძოლას  ბოლომდე მიიყვანს და საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს.

“ძალიან ცუდად ვიყავი და მალევე მივიღე ეს გადაწყვეტილება. არ მაქვს უფლება გავჩერდე და ამ დროს თვალწინ ჩამიარა იმ წლებმა, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებოდი. არავინ არ იცოდა, რომ ძალადობის ქვეშ ვიყავი. მივხვდი, რომ რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი და ბრძოლა დაიწყო, უნდა მივიყვანო ბოლომდე. მე უნდა დავამტკიცო ჩემი სიმართლე.

ამ ხალხს რაც შეეხება, არასოდეს არ მიფიქრია, რომ ვინმესთვის პასუხი გამეცა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომენტარს ვკითხულობ, სენტიმენტების მომენტი აღარ მაქვს. მაშინ ძალიან მიჭირდა და არის რამდენიმე ფრაზა, რომელიც სულ მემახსოვრება. “ეს გოგო ფეხებით უნდა დაკიდო…ჩამოვართვათ დედობის უფლება…”.

მინდა, როდესაც სასამართლო დასრულდება ხალხს ვუთხრათ, რომ ასეთი რამ არასოდეს არ დაწერონ. ვგმობ ყველანაირ ბულინგს, რადგან შენ არ იცი იმ ადამიანის გამძლეობა სადამდე მიდის. შენ არ იცი იმ ადამიანს რა შეიძლება დაემართოს. გამოტოვებული მაქვს ჩემი ცხოვრების საუკეთესო 8 წელი. ძალიან არ მინდა, რომ ქალებმა ამდენი ხანი მოითმინონ. მე ერთადერთი, რასაც ვნანობ, ძალიან ბევრი ვითმინე და ეს არაფრით არ შეიძლება. ამის გამო შესაძლოა ერთ დღეს აღარც იყო”, – საუბრობს ნელი დოროყაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახუთ 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

 

ამავე თემაზე:

„6 თვის განმავლობაში კარლოტას არავინ ახსენებდა – ალბათ, როცა ნიკოლოზმა დაითანხმა და კარგად „დაამუშავეს“, შემდეგ გადაწყვიტეს გამოეჩინათ“ – დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

ნელის ლუკასი ჰყავდა ხელში აყვანილი, ნიკა ლუკასის მკლავს ეფერებოდა – ნიკას მხრიდან ძალადობა არ დამინახავს. ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი: ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარი

„ამერიკაში არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია“ – რა თქვეს ნეკა დოროყაშვილმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროცესის დაწყებამდე

„ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო.. ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ მან იცრუა“ – ბასილაშვილის დედამ პროცესზე დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა

ბასილაშვილის ადვოკატი: ნელი დოროყაშვილი შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანია, მას შურისძიება იმიტომ უნდა, რომ ბასილაშვილს სხვა რჩეული ჰყავს

„იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ვიდეოჩანაწერზე

ნეკა დოროყაშვილი: როცა რაიმე სახის კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა, ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში და ვერ გადამიხდია, ვცდილობდი ფული მეგობრებისგან მესესხა

„რატომ მირტყამ?“ – ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი აუდიო ჩანაწერი წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g