LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვოგი“ ნინი ნებიერიძის შესახებ წერს და მას მოდურ გოგონას უწოდებს

734

„ვოგის“ ოფიციალური საიტი ნინი ნებიერიძის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ქართველი მოდელი, რომელიც ამ ბოლო დროს, ძირითადად, პირადი ცხოვრების გამოა ჭორების ეპიცენტრში, პრესტიჟულმა გამოცემამ ერთ-ერთ მოდურ თბილისელად დაასახელა და მას სტატია მიუძღვნა.

როგორც „ვოგი“ წერს, „ერთი შეხედვით ნინი ნებიერიძე არ არის ტიპური გოგონა, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. 20 წლის გოგონასთან შინ საქართველოში, თბილისში სტუმრობა ახალგაზრდული უდარდელობის სავარჯიშოა… ნინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია თბილისში და მშობლიურ ქალაქში მაგარი გოგოს რეპუტაციაც აქვს მოპოვებული, ის ყველანაირ სამოსს ირგებს, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებულს ერთმანეთისგან“.

სტატიაში ჩამოთვლილია ის ბრენდები, რომლითაც მილიონერი თემურ უგულავას მესამე მეუღლის გარდერობია „დამძიმებული“ – Loewe, Vetements, Margiela… თუმცა ნინის სამოსს შორის „ვოგის“ ჟურნალისტმა მეორადი ტანსაცმელიც აღმოაჩინა. „აქ, საქართველოში, თქვენ ტანსაცმლის ყიდვა კილოგრამობით შეგიძლიათ“, ამბობს ნინი.

გამოცემა ქართველი მოდელის სტილის გრძნობას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს.

02-nini-nebieridze-tamuna-karumidze
04-nini-nebieridze-tamuna-karumidze (1)
01-nini-nebieridze-tamuna-karumidze
03-nini-nebieridze-tamuna-karumidze

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g