LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვოგის” სიურპრიზი არიანა გრანდეს თაყვანისმცემლებს (ფოტო/ვიდეო)

148
15831776-0-image-a-40_1562692045015

ამერიკულმა ,,ვოგმა” არიანა გრანდეს თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო. ლეგენდარულმა ჟურნალმა სიმღერის – in my head კლიპი გამოაქვეყნა. ტრეკი 26 წლის მომღერლის მეხუთე სტუდიურ ალბომში – thank u, next შედის.

არიანა გრანდეს ალბომი ერთადერთია, რომელსაც პლატინის სტატუსი მიენიჭა (ფოტო/აუდიო)

ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, ფირფიტის მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

ბარდია ზეინალის გადაღებულ ვიდეოში მხოლოდ ახალგაზრდა ვარსკვლავი მონაწილეობს, მოქმედება კი თეთრ ოთახში ვითარდება.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ რეჟისორის ინსპირაციად, კადრები ჯემიროქუაის 1996 წლის ჰიტის – Virtual Insanity მუსიკალური რგოლიდან იქცა.

მოულოდნელი საჩუქრის წინაპირობა, გამოცემის ფურცლებზე შემსრულებლის დებიუტი გახდა. არტისტის ფოტოები აგვისტოს ნომერში დაიბეჭდება.

სურათებზე, რომლებიც ენი ლიბოვეცმა გადაიღო, ლამაზმანი ფრანგული მოდის სახლების – ,,დიორისა” და ,,ქლოეს” ლუქებით პოზირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები