LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლფსბურგმა კრუზეს ფულის დაკარგვისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრა

93

”ვოლფსბურგმა” მაქს კრუზე 25 ათასი ევროთი დააჯარიმა იმისთვის, რომ ფეხბურთელმა ტაქსიში 75 ათასი ევრო ნაღდი ფული დატოვა.

გერმანელი ფორვარდი პოკერით არის გატაცებული და ბერლინში მყოფს გამთენიისას დარჩა ფული მანქანაში. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფეხბურთელმა პოლიციას მიმართა დახმარებისთვის. კლუბში კი ფეხბურთელის საქციელი მიუღებლად მიიჩნიეს.

”ზოგიერთ ადამიანს არც უნახავს ამხელა თანხა. ჩვენ ავუხსენით მაქს, რას ვითხოვთ ფეხბურთელებისგან მოედანს მიღმა. იმედი გვაქვს, ის სწორ დასკვნებს გამოიტანს”, – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები