LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen ავტოსპორტს ტოვებს

86
autospoertnews

კომპანია Volkswagen–მა გადაწყვიტა, რომ ავტოსპორტი დატოვოს. ავტომწარმოებლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი „ბიზნესის სრული რეორგანიზაციის“ ნაწილია.

ამჟამად Volkswagen Motorsport GmbH–ის დეპარტამენტში 169 ადამიანია დასაქმებული და სავარაუდოდ მათ სხვადასხვა დანაყოფებში გადაანაწილებენ. ბრენდის განვითარების მთავარი დირექტორის ფრენკ უელშის განცხადებით, სპორტული დანაყოფის თანამშრომელთა გამოცდილება კომპანიას ბაზარზე უფრო ეფექტური მოდელების გამოყვანაში დაეხმარება.

ხელმძღვანელობამ Volkswagen Motorsport GmbH–ს მრავალრიცხოვანი გამარჯვებებისთვის, ტიტულებისა და რეკორდებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამ სანამ Volkswagen თავის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებდა, ერთი დღით ადრე Audi–მ Formula E–დან წასვლა დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები