გერმანული კონცერნის Volkswagen-ის ერთ ყოფილ და ორ მოქმედ მაღალჩინოსანს დიზელის სკანდალის გამო ბრალი წაუყენეს. საქმე ისაა, რომ ბრენდის ხელმძღვანელობამ ინვესტორებს შექმნილი ვითარება დროულად არ ამცნო და ფინანსური პრობლემების შესახებაც არ გააფრთხილა. რამაც მათ სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს კომპანიამ მონაცემები გააყალბა და მავნე გამონაბოლქვის შესახებ არასწორი ინფორმაცია გაასაჯაროა. წინასწარ შეცვლილი პროგრამა 10 მილიონამდე ავტომობილში იყო ჩაწერილი. ბუნებრივია, სიმართლე გაირკვა და ბრენდს საკმაოდ სოლიდური ჯარიმაც გამოუწერეს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა დამცველები ყველანაირ ბრალდებას უარყოფენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფნი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
