Volkswagen-მა ახალი ბიუჯეტური კროსოვერის პირველი თიზერი გაავრცელა. სამხრეთ ამერიკული ხაზის მასშტაბური განახლების ფარგლებში დამზადდა ძალიან ხელმისაწვდომი ვერსია სახელით Project 246.
Renault Sandero-ს მომავალი კონკურენტის ზუსტი სავაჭრო სახელი ჯერ გასაიდუმლოებულია, თუმცა პირველი გამოსახულება და ახალი დეტალები გავრცელდა. მაგალითად, პრემიერის თარიღი: დებიუტი 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.
კომპაქტურ კროსოვერს მთლიანად ბრაზილიაში დაამზადებენ, იქვე სადაც Polo Track-ს უშვებენ. სიახლე Volkswagen-ის ბრაზილიურ ხაზში T-Cross-სა და Nivus-ის ქვემოთ დაიკავებს თავის ნიშას.