LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის ტოპ მენეჯერს 7 წელი მიუსაჯეს

19

აშშ-ს სასამართლომ Volkswagen-ის ამერიკული ოფისის ყოფილ ტოპ მენეჯერს, ოლივერ შმიდტს 7 წელი თავისუფლების აღკვეთა და 400 000 ჯარიმა მიუსაჯა. ის გერმანული კონცერნის დიზელის ძრავების მავნე გამონაბოლქვის შესახებ არსებული მონაცემების მაქინაციებში დაადანაშაულეს.

მოსამართლე შონ კოკსმა, რომელმაც შმიდტს განაჩენი გამოუტანა, განაცხადა, რომ მას „დიზელის სკანდალის“ სქემაში საკვანძო ადამიანად მიიჩნევს. მოსამართლემ ისიც აღნიშნა, რომ თავისი მოქმედებების ხარჯზე ტოპ მენეჯერმა კარიერულ კიბეზე წინსვლაც კი მოახერხა.

შმიდტმა თავისი საქციელის გამო შესაძლო განაჩენიდან მაქსიმალური მიიღო. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ჩადენილს ნანობს.

„დიზელის სკანდალი“ 2015 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სააგენტომ აშშ-ში Volkswagen-ის ავტომობილების მიერ მავნე გამონაბოლქვის გამოყოფის შესახებ არსებული მონაცემების შეგნებული გაყალბება დააფიქსირა. ავტომწარმოებელმა დანაშაული აღიარა. ავტომობილების საერთო რაოდენობა, რომლებიც დიზელის სკანდალში მოყვნენ, მთელს მსოფლიოში 11 მილიონ ერთეულს აღწევს, აქედან 600 000 ავტომობილი აშშ-ს ტერიტორიაზეა.

გარდა ამისა, თავად ფოლკსვაგენს რეალური მონაცემების დაფარვისთვის სერიოზული ჯარიმები ელის, თანხამ შესაძლოა 90 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. გარდა ამისა, ნოემბრის თვეში, გერმანიის პროკურატურასა და საგადასახადო ინსპექციას ავტომწარმოებელის მიმართ ტოპ მენეჯერების მომატებულ პრემიებსა და გადასახადების დაფარვაში აქვს ეჭვი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები