Volskwagen–ის დირექტროთა საბჭომ ბევრი იმსჯელა და კონცერნის შემადგენლობაში შემავალი ბრენდების ბედი გადაწყვიტა. ხელმძღვანელობამ უარი თქვა Lamborghini–ს და Ducati–ს გაყიდვაზე – ორივე ბრენდი Volkswagen Group–ის ნაწილად დარჩება. რაც შეეხება Bugatti–ს, მის შემთხვევაში ყველაფერი ასე მარტივი არ არის.
კონცერნის ოფიციალური განცხადება გამოცემა Carscoops–მა გაავრცელა. გამოცემამ ისიც დააზუსტა, რომ 2021 წლის მარტიდან ბრენდი „აუდის“ კონტროლის ქვეშ გადავა და მასთან ელექტროფიკაციის საკითხებზე ითანამშრომლებს.
შეგახსენებთ, რომ გასული ნოემბრის თვეში ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ Lamborghini, Ducati და Italdesign, რომელიც ასევე Volkswagen Group–ის შემადგენლობაშია, ერთ სტრუქტურაში გაერთიანდებიან, რაც გაყიდვების მაჩვენებელზე ძალიან დადებითად აისახება.
ხოლო, Bugatti–ს მომავალი კი ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა და შესაძლოა მას ახალი მფლობელი გამოუჩნდეს.