LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა მემილიონე Touareg გამოუშვა

132
762b48b00b251b9bd6daea68f0d60d92fe84f822

საიუბილეო Touareg ბრატისლავას ქარხანაში დაამზადეს. გერმანულმა ბრენდმა განსაკუთრებულ კროსოვერს One Million უწოდა და მისთვის  ორიგინალური დიზაინი და მდიდრული სალონი დაამზადა.

კროსოვერი Touareg Volkswagen-ის განუყოფელ ნაწილად ითვლება და მემილიონე მოდელის გამოსვლა მისი მნიშვნელობის შესახსენებლად კარგი შესაძლებლობა გახდა.

სიახლე განსაკუთრებულ ფერს Sechura Beige-ს მიიღებს და საბურავების ორ ვარიაციაში 20 ან 21 დიუმიანებში იქნება ხელმისაწვდომი. სალონის გასაფორმებლად ძვირფასი ტყავი და რამდენიმე ფერი გამოიყენეს.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მოდელმა 3,0 ლიტრის მოცულობის დიზელის V6 ძრავი მიიღო და მას 286 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. კროსოვერის ფასი კი 80 880 ევროა, რაც საბაზისო მოდელზე 22 265 ევროთი უფრო ძვირია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g