Volskwagen ავტომობილების გაყიდვებით მსოფლიო ლიდერია. „რამბლერის“ ინფორმაციით, ექსპერტებმა 2016 წლის პირველი კვარტლის შედეგები გაასაჯაროეს და აღმოჩნდა, რომ გერმანული ბრენდი პირველ ადგილს არავის უთმობს.
აღსანიშნავია, რომ მან უკან ჩამოიტოვა Toyota Motors და უკანასკნელი 4 წლის მონაცემებით – მსოფლიო ლიდერი გახდა. რაც შეეხება Toyota-ს, კომპანიის გაყიდვები იანვარ-თებერვალში 2,3%-ით შემცირდა, რაც 2,46 მილიონ ავტომობილს უტოლდება.