LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen რუსეთში წარმოებას აჩერებს და აღარც ავტომობილებს შეიტანს

36
volkswagen703

კონცერნი Volkswagen Group, რომლის შემადგენლობაშიცაა –  Volkswagen, Skoda, Audi, Lamborghini, Bentley და Ducati, რუსეთში მანქანებს აღარ შეიყვანს და ქარხნებსაც დახურავს. გერმანული კომპანიის Twitter ექაუნთზე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Volkswagen სადილერო ცენტრებამდე ავტომობილების მიტანას დროებით აჩერებდა, თანაც საუბარი იყო იმ მოდელებზე რომლებიც უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა. ამიერიდან კი კომპანია ყველანაირ საქმიანობას წყვეტს, იმპორტსაც და წარმოებასაც.

რუსეთში ავტომობილებს აღარ აწარმოებენ Mercedes-Benz და BMW-ეც. Jaguar Lend Rover და General Motors ახალ მოდელებს აღარ შეიტანენ, Mazda კი საჭირო დეტალების იმპორტს წყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g