LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ხანძარი გააჩინეს

294
2024-08-12_00-15-31_858867

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ხანძარი გააჩინეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გააჩინეს. ახლა რადიაციის დონე ნორმალურია, მაგრამ ვიდრე რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია არ და ვერ შეიძლება, იყოს ნორმალური. რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს პირველივე დღიდან იყენებს უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის ელოდება მთელი მსოფლიოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაგირებას.

„რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამაზე“, – ამბობს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები