უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა. მისივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, უკვე გასინჯეს ექიმებმა და მას სერიოზული ტრავმა არ მიუღია.
სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება.
უკრაინული მედია წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეს შემთხვევითობა იყო და არა ტერაქტის მცდელობა.